ბახმუტში ძალიან მძიმე სიტუაციაა - ზელენსკი

03 აპრ 2023

უკრაინის პრეზიდენტმა  განაცხადა, რომ სამხედრო ვითარება ქალაქ ბახმუტის გარშემო, რომლის ალყაში მოქცევას  თვეების განმავლობაში ცდილობენ რუსული ძალები, "განსაკუთრებით მძიმეა". 

თავის ვიდეომიმართვაში ზელენსკიმ ასევე აღნიშნა, რომ კიდევ ორი ადამიანი დაიღუპა რუსული სარაკეტო თავდასხმის შედეგად, ქალაქ კონოტოპთან, სუმის ჩრდილოეთ რეგიონში.