შეხვედრა შუახევში აუტიზმის შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით

02 აპრ 2023

აუტიზმის შესახებ ცნობიერების ამაღლების მსოფლიო დღესთან დაკავშირებით შუახევში მოზარდებისთვის საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. მოეწყო შეჯიბრება. შედგა ფილმის ,,თემპლ გრანდინის" ჩვენებაც.

ბიოგრაფიული ფილმი აუტიზმის მქონე ადამიანის შესახებაა, რომელიც ერთ-ერთი წამყვანი მეცნიერი გახდა სოფლის მეურნეობის სფეროში.