ერთობლივი კონცერტი საოპერო მიმართულებით

01 აპრ 2023

ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის მუსიკის ფაკულტეტის საოპერო მიმართულებისა და ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის ორკესტრის ერთობლივი კონცერტი ბათუმში.

ღონისძიებაში აკადემიური სიმღერის სტუდენტები და საოპერო მიმართულების გუნდი მონაწილეობდა.

სტუდენტებმა გაზაფხულის სემესტრის ნამუშევრები აუდიტორიას წარუდგინეს, რომელზეც დიდი ხნის განმავლობაში მუშაობდნენ.