სასტუმრო „ამბასადორის“ ტერიტორიაზე ხანძარი ლოკალიზებულია

31 მარ 2023

სასტუმრო „ამბასადორში“ გაჩენილი ხანძარი ამ დროისთვის ლოკალიზებულია. მეხანძრე-მაშველები ამ წუთებში, ცეცხლის სალიკვიდაციო სამუშაოებს ახორციელებენ.

ხანძარი სასტუმრო „ამბასადორის“ კუთვნილი შენობის ბოლო სართულზე დაახლოებით ნახევარი საათის წინ გაჩნდა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.