დამეწყრილი გზა

08 თებ 2017

მეწყრული პროცესების გააქტიურებიდან მეორე დღეს, შუახევში, სოფელ ჩანჩხალოში, ადგილობრივებს, პრობლემები შეექმნათ, შემოვლითი გზით სარგებლობისას. მიზეზი, თოვლისგან გაუწმენდავი გზა გახდა. ჩაკეტილია სოფელში შესასვლელი ცენტრალური გზაც. ცნობილია გეოლოგების პირველადი შეფასებაც-მათი რეკომენდაციაა, მიწის მასის გატანა, ამ ეტაპზე არ მოხდეს.