28 მარ 2023
20 მომლოცველი დაიღუპა და 29 დაშავდა საუდის არაბეთის სამხრეთ-დასავლეთ რეგიონში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად. სახელმწიფო ტელეარხის განცხადებით, საგზაო ინციდენტი ასირიის პროვინციაში ნაშუადღევს მოხდა.
ტელეარხის ინფორმაციით, მომლოცველებით სავსე ავტობუსი ავარიის შედეგად გადატრიალდა.
წინასწარი ვერსიით, სამგზავრო ავტობუსი ტექნიკურად გაუმართავი იყო. ავარიის შედეგად დაშავებულები ახლომდებარე საავადმყოფოში გადაიყვანეს.