ნატო პუტინის გადაწყვეტილებას აკრიტიკებს

27 მარ 2023

ნატო რუსეთის პრეზიდენტს სახიფათო და უპასუხისმგებლო ბირთვული რიტორიკისთვის აკრიტიკებს. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს, რომლის ცნობითაც ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში აცხადებენ, რომ იარაღის გაუვრცელებლობის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის დაპირება და მისი მოსაზრება აშშ-ის მიერ საზღვარგარეთ იარაღის განლაგების შესახებ ჭეშმარიტებისგან შორსაა. 

„რუსეთის მიერ ნატო-ს ბირთვული გაზიარების შესახებ ცნობა სრულიად შეცდომაში შემყვანია. ნატო-ს მოკავშირეები მოქმედებენ თავიანთი საერთაშორისო ვალდებულებების სრული პატივისცემით. რუსეთი მუდმივად არღვევს შეიარაღების კონტროლის ვალდებულებებს“, – აღნიშნა ნატო-ს პრესსპიკერმა. 

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთი ბელარუსში ტაქტიკურ ბირთვულ შეიარაღებას განათავსებს, რომლის საცავი პირველი ივლისისთვის მზად იქნება.