მკვლელობა ბელიაშვილის ქუჩაზე

24 მარ 2023, 10:11

0
გაზიარება:

მკვლელობა თბილისში.  ბელიაშვილის ქუჩაზე გამთენიისას მამაკაცი მოკლეს. არსებული ინფორმაციით, მკვლელობა ცივი იარაღით არის ჩადენილი.

ამასთან, გავრცელებული ცნობით, დანაშაულში ეჭვმიტანილი დააკავეს.

შემთხვევის ადგილზე საპატრულო პოლიცია და ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობდნენ.