ერლინგ ჰოლანდი ტრავმის გამო საქართველოსთან მატჩს გამოტოვებს

21 მარ 2023

იტალიელი ჟურნალისტის ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით ნორვეგიის ნაკრების ლიდერი ერლინგ ჰოლანდი ტრამვის გამო ესპანეთთან და საქართველოსთან მატჩების გამოტოვებს.

ნორვეგიელი ფორვარდი ბოლო მატჩებში შესანიშნავ ფორმაში იყო. ბოლო ორ შეხვედრაში ჰოლანდმა 8 გოლის გატანა შეძლო.

საქართველოსა და ნორვეგიის ნაკრებების დაპირისპირება 28 მარტს ბათუმში გაიმართება.