საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებულია

19 მარ 2023

საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა რაგბი ევროპის ჩემპიონატის მოგება მეთხუთმეტედ მოახერხა. მიუხედავად იმისა ,რომ შეხვედრაში ანგარიში პორტუგალიამ გახსნა, მატჩი "ბორჯღალოსნების" გამარჯვებით 38:11 დასრულდა.

საქართველოს ნაკრებმა საერთო ჯამში 6 ლელო დადო. აქედან ორი ტაბიცაძის ანგარიშზეა , ხოლო თითოჯერ მამუკაშვილმა, პაპიძემ, თაფლაძემ, და ჭყოიძემ დაამიწეს. ორ-ორი გარდასახვა კი ზუსტად აბჟანდაძემ და მანტკავამ შეასრულეს. ტურნირის ისტორიაში "ბორჯღალოსნებმა" საიუბილეო მე-100 გამარჯვებაც იზეიმეს. ასევე საქართველო 2018 წლიდან დაუმარცხებელია და ამ სტატუსს ზედიზედ 29 შეხვედრაა ინარჩუნებს, რაც ნაკრების ისტორიაში საუკეთესო შედეგია.

ამ გამარჯვებით საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიო რაგბის რეიტინგში მე-11 ადგილზე გადაინაცვლა და ისტორიული შედეგი გაიმეორა. ქართველ მორაგბეებს მომდევნო მატჩები ზაფხულში ელით, როდესაც სამ ტესტს ჩაატარებენ: 12 და 19 აგვისტოს, შესაბამისად, რუმინეთსა და აშშ-ს უმასპინძლებენ, 26 აგვისტოს კი შოტლანდიას ესტუმრებიან. ამის შემდეგ კი საფრანგეთში მსოფლიოს თასსზე იასპარეზებენ.