დღეს საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიას დაუპირისპირდება

19 მარ 2023

დღეს საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალურ შეხვედრაში პორტუგალიის ნაკრებს დაუპირისპირდება.

ფინალი ესპანეთის ქალაქ ბადახოსში თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.

საქართველოსა და პორტუგალიას შორის აქამდე 24 მატჩი გამართულა, საიდანაც 17-ჯერ "ბორჯღალოსნებმა" გაიმარჯვეს, 3-ჯერ ფრედ დასრულდა და 4 მატჩი პორტუგალიის სასარგებლოდ დასრულდა.

ლევან მაისაშვილის გაწვრთნილ საქართველოს დღეს მე-15 ტიტულის მოპოვების შანსი აქვს.