მცირე გრანტების პროგრამა ხულოს სოფლებისთვის

18 მარ 2023

მცირე პროექტების დაფინანსებისთვის ხულოს მუნიციპალიტეტმა აჭარის ბიუჯეტიდან ერთი მილიონ ლარზე მეტი მიიღო. თანხა 83 სოფელზე მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით უნდა გადანაწილდეს.

სოფლის მხარდაჭერის პროგრამების ფარგლებში, მოსახლეობასთან შეხვედრები მიმდინარეობს.

მოქალაქეებმა ის პრობლემები უნდა გააცნონ, რის მოგვარებასაც თვითმმართველობისგან ელოდებიან.