დიდ დიღომში დაკარგული 12 წლის მოზარდი გარდაცვლილი იპოვეს

17 მარ 2023

დიდ დიღომში, პეტრიწის ქუჩაზე დაკარგული 12 წლის გოგო გარდაცვლილი იპოვეს.

გოგონას ოჯახი, პოლიცია და ადგილობრივები მას საღამოს 11 საათიდან ეძებდნენ. თვითმხილველების თქმით, რამდენიმე საათიანი ძებნის შემდეგ, მოზარდი მე-12 კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე, ავტოფარეხის უკან უგონო მდგომარეობაში იპოვეს.

ექიმებმა გოგონას გადარჩენა მცდელობის მიუხედავად ვერ შეძლეს.

შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.