15 მარ 2023
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივით საჯარო სკოლის დირექტორობის მსურველთა სერტიფიცირების ფარგლებში გასაუბრების პროცესი იწყება. გასაუბრებაზე გასვლის შესაძლებლობა ექნებათ დირექტორობის მსურველებს, რომლებმაც სერტიფიცირების პირველი საფეხური, ტესტირება წარმატებით გაიარეს, კერძოდ, გადალახეს ტესტირებისთვის დადგენილი მინიმალური კომპეტენციის ზღვარი (მაქსიმალურ ქულათა 60%). დირექტორობის მსურველთა გასაუბრება 20 მარტს დაიწყება.