ევროპარლამენტარების განცხადება

15 მარ 2023

12 პრიორიტეტის შესრულება ერთადერთი გზაა ქვეყნისთვის, რომ მის მიერ არჩეულ ევროპულ გზაზე წინ წაიწიოს და ეს მხოლოდ საქართველოს მთავრობის შესასრულებელია  - ამ შინაარსის განცხადებები ისმოდა ევროპარლამენტში გამართულ  დებატებზე.ევროპელი კანონმდებელი  ანდრიუს კუბილიუსი ფიქრობს, რომ ევროკავშირში გაწევრიანება უნდა ქართველ ხალხს, მაგრამ არა  ხელისუფლებას.  მისი  დაკვირვებით ამიტომაც განგებ ქმნის ახალ-ახალ პრობლემებს ევროკავშირთან ინტეგრაციის გზაზე.  განცხადებები გაკეთდა ე.წ-ულ  რუსულ კანონთან დაკავშირებითაც. არაერთმა ევროპარლამენტარმა მხარდაჭერა გამოუცხადა საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებას. ევროპელი კანონმდებლების  განცხადებით, მთავრობის   მხრიდან ე.წ. უცხოური აგენტების შესახებ კანონპროექტი იყო პროვოკაცია. კანონპროექტების გაწვევა კი  გამამხნევებელი და პოზიტიური ნიშანი.