საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა ოლიმპიური ჩემპიონი სერბეთი დაამარცხა

14 მარ 2023

პოდგორიცაში  მიმდინარე წყალბურთის მსოფლიო თასზე, საქართველოს ნაკრებმა ჯგუფში ბოლო შეხვედრა ჩაატარა, სადაც ოლიმპიური ჩემპიონი სერბეთის ნაკრები პენალტების სერიაში დაამარცხა.

შეხვედრის ძირითადი დრო ფრედ 11:11 დასრულდა, პენალტების სერიაში საქართველოს ნაკრებმა 12:11 გაიმარჯვა.

საქართველოს ნაკრებმა ტურნირი 2 მოგებითა და 3 მარცხით დაასრულა.
სერბეთის გარდა საქართველომ ავსტრალის ნაკრები დაამარცხა.