საქართველოს პარლამენტთან ევროკავშირის დროშა კვლავ აღმართეს

14 მარ 2023

საქართველოს პარლამენტთან ევროკავშირის დროშა აღმართეს.

მას შემდეგ რაც „ალტ-ინფოს“ წევრებმა პარლამენტთან საპროტესტო აქციის დროს პარლამენიდან ევროკავშირის დროშა ჩამოხსნეს და დაწვეს,  საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა იგი უკან დააბრუნეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქართველოს პარლამენტთან დღეს მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო.