ენმ ბათუმის მერის გადაყენებას ითხოვს

14 მარ 2023

ბათუმის მერის გადაყენებას ითხოვს ნაციონალური მოძრაობა. საკრებულოს წევრი რეზო ხარაზი აცხადებს, რომ არჩილ ჩიქოვანი იცილებს პასუხისმგებლობებს და თანამდებობის შესაბამის ფუნქცია - მოვალეობებს არ ასრულებს.

ოპოზიციონერი დეპუტატი აკრიტიკებს მერის დამოკიდებულებას ქალაქში ლიფტების დაზიანების, საცხოვრისების ჩამონგრევისა და ატრაქციონების გაუმართაობით გამოწვეული უბედური შემთხვევების მიმართ.

რეზო ხარაზი მიმართავს საკრებულოს,  დაიწყოს არჩილ ჩიქოვანის იმპიჩმენტის პროცედურები.