სალომე ზურაბიშვილი ბრიუსელში შარლ მიშელს შეხვდა

14 მარ 2023

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ბრიუსელში, ევროპული საბჭოს პრეზიდენტს შარლ მიშელს შეხვდა. ლიდერებს შორის გამართული შეხვედრის დეტალებზე ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება.

ევროპული საბჭოს ოფიციალურ ვებ-გვერდზე შეხვედრის ამსახველი ფოტო-ვიდეო მასალა ვრცელდება. შეხვედრის ვიდეომასალას სოციალურ ქსელში პრეზიდენტი ზურაბიშვილიც ავრცელებს.