მკვლელობა ბათუმში - დაკავებულს ბრალს დღეს წაუყენებენ

12 მარ 2023

ბათუმში ახალგაზრდა კაცის მკვლელობაში ბრალდებულს ბრალს სავარაუდოდ დღეს წაუყენებენ. შს სამინისტროს გამოძიება 117-ე მუხლით აქვს დაწყებული, რაც ჯანმრთელობის განზრახ დაზიანებას გულისხმობს. შემთხვევა ბათუმში 2 დღის წინ მოხდა.

ორ ახალგაზრდას შორის დაწყებული შელაპარაკება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, რა დროსაც 30 წლამდე კაცს ცივი იარაღით რამდენიმე ჭრილობა მიაყენეს. ის სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანისთანავე გარდაიცვალა.