ხანძარი ბათუმში

11 მარ 2023

ხანძარი ბათუმში. საითაძეების საცხოვრებელ სახლს  ცეცხლი დილის საათებში გაუჩნდა, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

თვითმხილველების ინფორმაციით, მეხანძრე-მაშველებმა ხანძრის ლიკვიდაცია დროულად შეძლეს, დაზიანდა საცხოვრებელი სახლის სახურავი და საოჯახო ინვენტარი. 

ოჯახი ხანძრის გამომწვევ სავარაუდო მიზეზად ელექტროგაყვანილობას ასახელებს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით ფაქტთან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება.