დიდაჭარაში მეწყერი ჩამოწვა - გზა ჩაკეტილია

09 მარ 2023

დღის მეორე ნახევრიდან  ყველა სახის  ტრანსპორტის  მოძრაობა  აკრძალულია მეწყრის გამო  ხულოში  „შუახევიჰესის“ კაშხალთან.  ჩამოწოლილმა მიწის მასამ  ფუნდამენტი გამოაცალა ელექტროგადამცემ ბოძსაც. მიმდინარეობს შესაბამისი ტექნიკის მობილიზება გაწმენდითი სამუშაოების დასაწყებად-აცხადებენ ხულოს მერიაში.