13 მარტამდე საქართველოს ცალკეულ რაიონში მცირე ნალექია მოსალოდნელი - გარემო

09 მარ 2023

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 13 მარტამდე სითბოს ფონზე საქართველოს ცალკეულ რაიონში მცირე ნალექია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დაბლობსა და ბარში +19, +24 გრადუსამდე მოიმატებს.

მათივე ცნობით, თბილისში უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +20, +22 გრადუსი დაფიქსირდება.