ვესაუბრე საქართველოს პრემიერ-მინისტრს საპროტესტო აქციებსა და „უცხოელი აგენტების შესახებ“ კანონპროექტებზე - აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩეველი

09 მარ 2023

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩეველი დერეკ შოლე აცხადებს, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს საპროტესტო აქციებსა და „უცხოელი აგენტების შესახებ“ კანონპროექტებზე ტელეფონით ესაუბრა.

„ვესაუბრე საქართველოს პრემიერ-მინისტრს საპროტესტო აქციებსა და „უცხოელი აგენტების შესახებ“ კანონპროექტებზე, რომლებიც ეწინააღმდეგება საქართველოს სურვილს ევროინტეგრაციასა და დემოკრატიული განვითარებაზე. მოვუწოდებთ ხელისუფლებას, დაიცვას მშვიდობიანი შეკრება, ხოლო მომიტინგეებს მშვიდობიანი პროტესტი“, – წერს დერეკ შოლე.