აქციის მონაწილეების ნაწილმა ალექსანდროვის ბაღიდან პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან გადაინაცვლა

08 მარ 2023

აქციის მონაწილეების ნაწილმა ალექსანდროვის ბაღიდან პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან გადაინაცვლა.

ორბელიანის სასახლესთან შეკრებილი დემონსტრანტები პრეზიდენტის ადმინისტრაციის წინ აქციას მართავენ და სკანდირებენ - „საქართველო!“.

მოქალაქეებს ორბელიანის სასახლის მიმდებარე ტერიტორია და მშრალი ხიდი სრულად გადაკეტილი აქვთ.

ამ ეტაპზე, ტერიტორიაზე სამართალდამცავები არ იმყოფებიან.

ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა.