აქციის მონაწილეებმა პარლამენტის შენობის ფანჯრები ჩაამტვრიეს

08 მარ 2023

აქციის მონაწილეებმა პარლამენტის შენობის ფანჯრები ჩაამტვრიეს. დემონსტრანტები საკანონმდებლო აქციის ფანჯრებს ქვებსა და სხვადასხვა საგნებს ესვრიან.

ცოტა ხნის წინ აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირება მოხდა. აქციის მონაწილეები პარლამენტთან რკინის ჯებირების მოხსნას ცდილობდნენ. პოლიციამ მათ წინააღმდეგ წყლის ჭავლი გამოიყენა.