“არა რუსულ კანონს” - ბათუმში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

07 მარ 2023

“არა რუსულ კანონს” - თბილისის პარალელურად, საპროტესტო აქცია ბათუმშიც მიმდინარეობს. ევროპის მოედანზე შეკრებილები ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტს აპროტესტებენ.

აქციის მონაწილეების თქმით, აღნიშნული კანონის მიღება ნიშნავს რუსული პოლიტიკის გატარებას საქართველოში.