პარლამენტში სალომე სამადაშვილი შეუძლოდ გახდა

07 მარ 2023

პარლამენტის შენობაში ცრემლსადენი გაზის სუნი იგრძნობა და სავარაუდოდ, სწორედ ეს გახდა დეპუტატის შეუძლოდ გახდომის მიზეზიც.

ადგილზე საჭირო გახდა სასწრაფო დახმარების გამოძახება.

მოგვაინებით მან სოციალურ ქსელში სტატუსი დაწერა:

"არ ინერვიულოთ, გაზზე მომცა ალერგიული შეტევა, მივლის სასწრაფო და უკეთ ვარ,"- წერს დეპუტატი სალომე სამადაშვილი.