"ზამთრის თასის" ტიტულისთვის "ბათუმი" და "დინამო" სოხუმი იბრძოლებს

06 მარ 2023

დღეს საქართველოს ქალთა ფუტსალის ზამთრის თასის ფინალი გაიმართება. სადებიუტო გათამაშების ტიტულისთვის ქალთა საფეხბურთო კლუბი "ბათუმი" და "დინამო" სოხუმი იბრძოლებს.

ფინალური შეხვედრა თბილისის ახალ სპორტის სასახლეში 14:00 საათზე დაიწყება და დასწრება თავისუფალია.

მატჩის პირდაპირი რეპორტაჟი "დინამო" სოხუმის ფეისბუქის გვერდზე გადაიცემა.