ვაკის პარკის საქმე - ბრალდებულთა წრე გაიზარდა

05 მარ 2023

თბილისის საქალაქო სასამართლომ ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის საქმეზე მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის ყოფილ უფროსს, გიგა გიგაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

მოსამართლემ ამით დააკმაყოფილა ბრალდების მხარის - პროკურატურის შუამდგომლობა პატიმრობის გამოყენების თაობაზე.

დაცვის მხარე გიგა გიგაშვილის აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას ან 10 ათას ლარიან გირაოს ითხოვდა, ხოლო ,,ექსპერტიზა, მშენებლობა, დიზაინის“ სპეციალისტ ვახტანგ ლონდარიძისთვის 5 000 ლარიან გირაოს.

ცნობისთვის, 2022 წლის 13 ოქტომბერს, ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის შედეგად, 13 წლის მარიტა მეფარიშვილი გარდაიცვალა, ორი მოზარდი - ანდრია ლორთქიფანიძე და ლაზარე ლობჟანიძე კი დაშავდა.

მარიტა მეფარიშვილის გარდაცვალების საქმეზე, ბრალდებული 9 პირის, საქმის არსებითი განხილვა სასამართლოში მიმდინარეობს.