უკანონო საბრძოლო მასალა თბილისსა და რეგიონებში

04 მარ 2023

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, სამინისტროს თანამშრომლებმა, ბოლო პერიოდში ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თბილისსა და რეგიონებში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები, ასევე, საბრძოლო მასალა ამოიღეს და 10 პირი დააკავეს, მათ შორის 5 აჭარაშიც.

მათივე ინფორმაციით, დანაშაულები 3-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.