სანდრო მამუკელაშვილი სან ანტონიო სფურსის წევრია

04 მარ 2023

სანდრო მამუკელაშვილი კარიერას სან ანტონიო სფურსში გააგრძელებს. მას შემდეგ, რაც 23 წლის ქართველზე მილუოკი ბაქსმა უარი თქვა და ის გუნდიდან გაუშვა, სანდრომ 2 დღეში ახალი გუნდის მაისური მოირგო.

დასავლეთ კონფერენციის ტეხასურმა წარმომადგენელმა და 23 წლის ქართველი გუნდში ისე აიყვანა, კონტრაქტის დეტალები არ გაახმაურა. ნბა-ს 5-გზის ჩემპიონი წლეულს მოკრძალებულად ასპარეზობს.

ლეგენდარული მწვრთნელის, გრეგ პოპოვიჩის ხელმძღვანელობით სფურსს წლევანდელ რეგულარულ ჩემპიონატში 16 გამარჯვება და 47 მარცხი აქვს და ბოლოსწინა, მე-14 ადგილზე იმყოფება.

ტეხასელები პლეი ოფში ვეღარ მოხვდებიან და რეგულარულში დარჩენილი 19 მატჩის შემდეგ სეზონს დაასრულებენ.

მამუკელაშვილი სან ანტონიოშიც 54-ნომრიანი მაისურით ითამაშებს. სფურსი 5 მარტს ჰიუსტონს უმასპინძლებს და ქართველის დებიუტიც შესაძლოა ტეხასურ დერბიში ვიხილოთ.