დღეს საქართველოში დედის დღე აღინიშნება

03 მარ 2023

საქართველოში დღეს დედის დღეს აღნიშნავენ. 3 მარტის აღნიშვნა საქართველოს პირველმა პრეზიდენტმა ზვიად გამსახურდიამ დააწესა. 

პირველი პრეზიდენტის გადაწყვეტილება 1991 წელს საქართველოს უზენაესმა საბჭომ დაამტკიცა.

დედის დღეს საქართველოში ქალთა საერთაშორისო დღე 8 მარტი უნდა შეეცვალა, თუმცა 3 მარტი, როგორც დედის დღე, ცალკე აღინიშნება.