​შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობასთან აქცია იმართება

02 მარ 2023

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობასთან აქცია იმართება.

აქციაზე შეკრებილი არიან მედიაორგანიზაციის წარმომადგენლები.

მათი განცხადებით პარლამენტის შენობის წინ აქციაზე რამდენიმე ჟურნალისტი დააკავეს და  ისინი  მათ დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვენ.

ამ დროისთვის, შსს-ს მედიის წარმომადგენლების დაკავების თაობაზე ოფიციალური ინფორმაცია არ გაუვრცელებია.

პარლამენტთან აქცია ამ წუთებში გრძელდება, აქციის მონაწილეები „ხალხის ძალის“ ინიცირებულ კანონპროექტებს აპროტესტებენ.