დეპუტატების სასამართლო პროცესი

05 თებ 2017

სამი საათია მიმდინარეობს  ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრების” სასამართლო პროცესი ბათუმის საქალაქო სასამართლოში. უმაღლესი საბჭოს დეპუტატი ელგუჯა ბაგრატიონი და ქობულეთის საკრებულოს წევრი ბონდო თედორაძე  წინასწარი დაკავების იზოლატორიდან დღეს დილით, 6 საათსა და 30 წუთზე ადმინისტრაციული ვადის ამოწურვის შემდეგ გაათავისუფლეს. დეპუტატები გუშინ ციხისძირში აქციის დროს დააკავეს. ისინი აპროტესტებდნენ ბათუმი-ქობულეთის დამაკავშირებელ გზაზე შექმნილი სატრანსპორტო მიმოსვლის შეფერხებას, რაც მათი თქმით დენდროლოგიურ პარკში, ხის გადატანის პროცესს მოჰყვა.