უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა

01 მარ 2023

უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა. ინფორმაციას სოციალურ ქსელში უკრაინაში მყოფი ქართველი მებრძოლები ავრცელებენ.

უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრიდან, 2022 წლის 24 თებერვლიდან დღემდე 37 ქართველი მებრძოლია დაღუპული.