01 მარ 2023
გორში მომხდარი დაჭრისა და მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს.
გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა გორში, ურთიერთდაპირისპირებისას ერთი პირი ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით დაჭრა, რომელიც მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაიცვალა, მეორე კი საავადმყოფოშია მოთავსებული. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დრომდე კრიტიკულია.
სამხედრო ჰოსპიტალში მას ოპერაცია ჩაუტარდა და ამჟამად, რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული.