კალათბურთში მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატის ყველა მონაწილე ცნობილია

28 თებ 2023

კალათბურთში მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატის ყველა მონაწილე ცნობილია. საქართველოს ნაკრებმა  მსოფლიოს ჩემპიონატზე თამაშის უფლება ისტორიაში პირველად მოიპოვა.

მსოფლიოს ჩემპიონატზე მონაწილე 32 ნაკრების სია ასე გამოიყურება:

ევროპაფინეთი, საფრანგეთი, საქართველო, გერმანია, საბერძნეთი, იტალია, ლატვია, ლიეტუვა, მონტენეგრო, სლოვენია, ესპანეთი, სერბეთი.
ამერიკა - ბრაზილია, კანადა, დომინიკის რესპუბლიკა, მექსიკა, პუერტო რიკო, აშშ, ვენესუელა.
აზია - ავსტრალია, ჩინეთი, ირანი, იაპონია, იორდანია, ლიბანი, ახალი ზელანდია, ფილიპინები.
აფრიკა - ანგოლა, კაბო ვერდე, ეგვიპტე, კოტ დივუარი, სამხრეთ სუდანი.

მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის წილისყრა 29 აპრილს გაიმართება და მონაწილე 32 ნაკრები 8 ოთხგუნდიან ჯგუფში განაწილდებიან. ჯგუფებში პირველ-მეორე ადგილზე გასული გუნდები ასპარეზობას მეორე ჯგუფურ ეტაპზე გააგრძელებენ, სადაც უკვე 4 ოთხგუნდიანი ჯგუფი შეიქმნება, საიდანაც ორ-ორი საუკეთესო გააღწევენ და მსოფლიოს ჩემპიონობისთვის მეოთხედფინალიდან იბრძოლებენ.

მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატი 25 აგვისტოდან 10 სექტემბრის ჩათვლით ფილიპინებში, ინდონეზიაში და იაპონიაში გაიმართება