28 თებ 2023
ბათუმის მუნიციპალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროექტის მეხუთე ფაზის განხორციელებასთან დაკავშირებულ საკითხებზე იმსჯელეს ბათუმის მერმა და გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის დელეგაციის წევრებმა.
მერიის ინფორმაციით, პროექტი მოიცავს ადლიის წყალარინების გამწმენდ ნაგებობას, აეროპორტის, ინდუსტრიული და კახაბრის დასახლების წყალარინების სისტემას, ინჯალოს წყლის სამარაგე რეზერვუარს, ასევე მეჯინისწყლის ჭაბურღილების წარმადობის გაზრდას.
ინფორმაცია და ვიდეო მასალა ბათუმის მერიამ მოგვაწოდა.