20 წლიანი პატიმრობა ე.წ საზღვრის გადაკვეთისთვის

04 თებ 2017

ცხინვალში დაკავებულ გიორგი გიუნაშვილს  დე ფაქტო სასამართლომ 3 თებერვალს 20 წლით პატიმრობა შეუფარდა. სოფელ დისევის მკვიდრი, საოკუპაციო ძალებმა 2016 წლის 8 ივნისს ეგრეთწოდებული  საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით დააკავეს. საქმესთან დაკავშირებით განცხადება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გაავრცელა. უწყება ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სასამართლოს გადაწყვეტილებას უკანონოს უწოდებს. ,,ბრალდებებს", კი გამოგონილს.