“ნაციონალური მოძრაობის” წევრების დაკავება

04 თებ 2017

დაკავებულები არიან ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრები, უმაღლესი საბჭოს დეპუტატი ელგუჯა ბაგრატიონი და ქობულეთის საკრებულოს წევრი ბონდო თედორაძე, ისინი დაკითხვაზე საპატრულო პოლიციის მთავარ სამმართველოში იმყოფებოდნენ. პარტიის წევრები დღეს ბათუმი - ქობულეთის გზაზე, ყოფილი პრემიერის ბიძინა ივანიშვილის მიერ დენდროლოგიური პარკისთვის შეძენილი ხის ტრანსპორტირების გამო, მაგისტრალზე შექმნილ შეფერხებას აპროტესტებდნენ.