პატიმრობა ე.წ საზღვრის გადაკვეთისთვის

04 თებ 2017

ცხინვალში დაკავებულ გიორგი გიუნაშვილს დე ფაქტო სასამართლომ 20 წლით პატიმრობა შეუფარდა. ოჯახი დახმარებას ითხოვს. სოფელ დისევის მკვიდრი, 1978 წელს დაბადებული გიორგი გიუნაშვილი საოკუპაციო ძალებმა 2016 წლის 8 ივნისს ეგრეთწოდებული  საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით დააკავეს. მარიონეტული რეჟიმის მტკიცებით, ის დივერსიულ-ტერორისტულ საქმიანობაშია ეჭვმიტანილი. ქართულმა მხარემ გიუნაშვილის საკითხი ერგენთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების ჯგუფის შეხვედრაზე არაერთხელ დააყენა, სადაც გიუნაშვილის უპირობოდ გათავისუფლებას ითხოვდა.