ქალთა შორის ფუტსალში "ზამთრის თასის" ნახევარფინალური წყვილები ცნობილია

25 თებ 2023

ქალთა შორის ფუტსალში „ზამთრის თასის“ ნახევარფინალური წყვილები ცნობილია. დასავლეთის ზონიდან ფინალში გასასვლელად "ბათუმი" და "მართვე" იბრძოლებენ.

შეხვედრა ქუთაისის სპორტის სასახლეში 27 თებერვალს 15:00 საათზე დაიწყება.

აღმოსავლეთის ზონიდან კი ფინალური საგზურისთვის სოხუმის "დინამო" და "სამეგრელო" ითამაშებს.
ეს მატჩი 28 თებერვალს 14:00 საათზე გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ ქალთა საფეხბურთო ტურნირი „ზამთრის თასი" ფუტსალში წელს პირველად იმართება.