სარფში მებაჟე ოფიცრებმა 186 838 ლარის ღირებულების არადეკლარირებული საქონელი აღმოაჩინეს

24 თებ 2023

სარფში მებაჟე ოფიცრებმა 186 838 ლარის ღირებულების არადეკლარირებული საქონელი აღმოაჩინეს. ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, ფიზიკურ პირს 5 ცალი არადეკლარირებული, მამაკაცის ძვირადღირებული საათი აღმოაჩნდა.

„ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრების მიერ, საბაჟო გამშვებ პუნქტში „სარფი“, ეჭვის საფუძველზე, კონტროლის პროცედურების განხორციელების მიზნით, რუსეთის ფედერაციის მოქალაქის, ი.მ.-ს, როგორც ფიზიკური, ისე კუთვნილი ბარგის დათვალიერების შედეგად, 5 ცალი არადეკლარირებული, მამაკაცის ძვირადღირებული საათი იქნა აღმოჩენილი.

საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 186 838 ლარი შეადგინა.

საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეგზავნა”, - ნათქვამია ინფორმაციაში.