ენმ-ის ბრალდებები ქედის მერიას

23 თებ 2023

კორუფცია, ნეპოტიზმი, შეუსრულებელი ინფრასტრუქტურული სამუშაოები, ეს ის ბრალდებებია, რომლებსაც ქედის საკრებულოს ოპოზიციონერი წევრი ადგილობრივ ხელისუფლებას უყენებს.

დავით სირაბიძის განცხადებით, თვითმმართველობის საქმიანობაში გამოვლენილია დარღვევები, რომლებზეც მისივე მტკიცებით,  2020-21 წლების აუდიტშია საუბარი.

ოპოზიციონერი დეპუტატი შესაბამის უწყებებს რეაგირებისკენ მოუწოდებს.