ხელვაჩაურის საბიუჯეტო პროექტები 2023

21 თებ 2023

დახმარება სოციალურად დაუცველ ადამიანებს, მხარდაჭერა მარტოხელა დედებს, დახმარება ეკომიგრანტებს  და ჯანდაცვის მომსახურების დაფინანსება - ხელვაჩაურის მერიას ამ მიმართულებით სულ 19 პროგრამა აქვს. წელს ბიუჯეტი 550 ათასი ლარით გაიზარდა. პროგრამებით სარგებლობისთვის ხელვაჩაურის მკვიდრებმა მუნიციპალიტეტის მერიას უნდა მიმართონ.