ცაგერის სოფელ ქულბაქში ზვავი ჩამოწვა

21 თებ 2023

ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ქულბაქში ზვავი ჩამოწვა. არსებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომანქანა ზვავშია მოყოლილი. ავტომობილში მხოლოდ მძღოლი იმყოფება. ამ დროისთვის მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უცნობია.

ამ დროისთვის ჩქუმი-ქულბაქის საავტომობილო გზა ჩაკეტილია. ადგილზე სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს.

 

ფოტო: არქივი.