თორნიკე ოქრიაშვილი ''გაგრაში'' ითამაშებს

19 თებ 2023

თორნიკე ოქრიაშვილი საფეხბურთო კარიერას მშობიურ კლუბ ''გაგრაში'' გააგრძელებს. 31 წლის ფეხბურთელი ბოლო პერიოდში ''გაგრასთან'' ერთად ვარჯიშობდა და კლუბმა ოფიციალურად დაადასტურა ოქრიაშვილთან კონტრაქტის გაფორმება.

ქართველი შემტევი სხვადასხვა დროს ''მარიუპოლში'' , ''ჩერნომორეცში'' , ბელგიურ ''გენკში'' ,  ''კრასნოდარში'' , ''ანართოსისში'' და ''აპოელში'' თამაშობდა.

თორნიკეს ანგარიშზე საქართველოს ეროვნულ ნაკრებში 49 მატჩში 13 გატანილი გოლია. ეროვნული ლიგის პირველ ტურში 26 თებერვალს ''გაგრა'' წყალტუბოს ''სამგურალს'' უმასპინძლებს.