დოკუმენტური ფილმის პრეზენტაცია

18 თებ 2023

ცნობილი საოპერო მომღერლის მარინა ჯახუტაშვილის ვარსკვლავის გახსნა იგეგმება ბათუმში.  სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის საოპერო დასის ხელმძღვანელისა და ვოკალის პედაგოგის საიუბილეო  გალა-კონცერტი 20 თებერვალს გაიმართება და მასში მოწვეული და ადგილობრივი საოპერო მომღერლები, სიმფონიური ორკესტრი და კაპელა მიიღებს მონაწილეობას. საიუბილეო საღამოს ფარგლებში დღეს ფილმის ჩვენება და წიგნი-ალბომის პრეზენტაცია გაიმართა.

ბიოგრაფიული ხასიათის  დოკუმენტურ ფილმში თავმოყრილია მუსიკოსის პროფესიულ საქმიანობასთან დაკავშირებული საარქივო მასალა და  საკონცერტო გამოსვლები, ალბომში კი ფოტო-მასალა და ინტერვიუ მარინა ჯახუტაშვილთან სახელწოდებით “მე სოპრანო“.

შემოქმედებითი კარიერის განმავლობაში მარინა ჯახუტაშვილს მიღებული აქვს საპატიო წოდებები და ჯილდოები. 

სხვადასხვა დროს იყო საერთაშორისო კონკურსების გამარჯვებული.