დაკავებული ახალგაზრდების სასამართლო პროცესი

03 თებ 2017

ბათუმის საქალაქო სასამართლოში გრძელდება დაკავებული ახალგაზრდების საქმის განხილვა. საკითხს ერთდროულად სამი მოსამართლე განიხილავს. 7 ახალგაზრდა ბათუმის ბულვარში გუშინ დააკავეს, რომლებსაც პროკურატურა წვრილმან ხულიგნობას და პოლიციისთვის წინააღდეგობის გაწევას ედავება. ახალგაზრდების მშობლები სამართალდამცველებს ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებენ. რასაც უწყება უარყოფს.